2016-03-16 16:37:28, 547 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ყველას ერთიანობისკენ მოუწოდა
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
აკადემიურმა საბჭომ ყველა მხარეს მოუწოდა, დიალოგის რეჟიმში კრიზისიდან გამოსვლის გზები მოძებნონ და რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ.
„აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო, და ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს, ერთიანობისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა რამაზ ქურდაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან