2025-05-14 17:55:19, 243 ნახვა
საზოგადოება
11 NGO - რეპრესიებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართული ოცნებას
![]() 2025 წლის 14 მაისს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს - "ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ". ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მომიტიმგეების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს. ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); უფლებები საქართველო (RG); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი (WISG) და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) დოკუმენტირება ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს და მათ ინტერვიუებს. ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ პოლიციის მხრიდან. ანგარიში მიმოიხილავს შეკრების თავისუფლების უკანონო და არაპროპორციული დარღვევის შემთხვევებს. კვლევის თანახმად, საპოლიციო ძალები ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ინტენსიურად იყენებდნენ აქტიურ სპეციალური საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი. ანგარიშში ასევე დოკუმენტირებულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევა. დოკუმენტირების ანგარიში ასევე მიმოიხილავს რეპრესიის სხვა მეთოდებს: იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებს, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებისა და პირადი ჩხრეკის უკანონო პრაქტიკას, საჯარო მოსამსახურეთა დისკრიმინაციულ გათავისუფლებას და საკანონმდებლო უფლებამოსილეების ბოროტად გამოყენებას. ანგარიშის თანახმად, ვლინდება შემდეგი სახის პრობლემური და ყურადსაღები პუნქტები ადამიანის უფლებათა კრიზისის მიმართულებით:
2024 წლის 28 ნოემბრიდან, 10-დღიან ინტერვალში, საპოლიციო ძალებმა მანიფესტაცია 7-ჯერ სამართალდამცავები აქციის მონაწილეების მისამართით დამიზნებით იყენებდნენ აქტიურ სპეციალურ შეუძლებელი იყო აქციების დარბევაში მონაწილე სამართალდამცავთა ამოცნობა.
დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 რესპონდენტთან. მათი 77.7% (91 რესპონდენტი 117-იდან) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადომოპყრობას პოლიციის მხრიდან. მათი ჩვენებები და მტკიცებულებები სისტემურ წამებაზე მიანიშნებს. სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა. სპეცრაზმის წევრები მიკროავტობუსებში გადაყვანილ მომიტინგეებს სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ. ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში. ძალადობის მსხვერპლებს, როგორც წესი, ჩხრეკდნენ და პირად ნივთებს ართმევდნენ, რომელთა დიდი
ანგარიშში დოკუმენტირებულია მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი 108 შემთხვევა. გამოვლინდა ჟურნალისტების ცემის, გინების, მუქარის, შევიწროების, სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენების, აღჭურვილობის დაზიანების და ჩამორთმევის, დაკავების, პატიმრობის შეფარდების, ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემთხვევები. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს კრიტიკული ონლაინ მედიის ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ე.წ. ტიტუშკების გამოყენება ოპოზიციურად განწყობილ მომიტინგეებზე თავდასასხნელად. კონტროლის გამკაცრება საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა პოლიტიკაში, ხოლო იმედი, ქართული ოცნების პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს შეუზღუდეს საქართველოს პარლამენტში
2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო 1600-ზე მეტი პირის წინააღმდეგ. ადმინისტრაციული დაკავებები თითქმის ყოველთვის თვითნებურ ხასიათს ატარებდა და დაშინების ერთ-ერთი მექანიზმი იყო. დაკავებულ პირთა შორის მოხვდნენ არასრულწლოვანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. რეპრესიების ერთ-ერთი სახეა დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
საჯარო დაწესებულებებში დაიწყო დასაქმებულთა გათავისუფლების მასშტაბური პროცესი. საკადრო გადაწყვეტილებები, მეტწილად, მიიღეს იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც 28 ნოემბრის შემდეგ ღიად გამოხატეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. საჯარო მოსამსახურეებს ათავისუფლებენ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აქციების დროს, გამოვლინდა იძულებითი გაუჩინარების ასევე, ჩხრეკების ტალღა, როგორც წესი, მიმდინარეობდა სასამართლოს ნებართვის გარეშე, ან გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, კანონით განსაზღვრული დადგენილების წარდგენის გარეშე.
ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მასშტაბი, მათზე ეფექტიანი რეაგირების ნაკლებობა, სასამართლოები სულ უფრო მეტად ემსახურებიან ქართული ოცნების ინტერესებს. ამან განაპირობა მიკერძოებული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით, სამოქალაქო აქტივისტების საქმეებში. გაზრდილი დაუსჯელობის სინდრომი. ახალი რეპრესიული კანონები. ანგარიშში ასევე საუბარია არასრულწლოვანთა, ეთნიკური ჯგუფების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა მიმართ ძალადობაზე. შეჯამება: "2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ დაწყებული რეპრესიების ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების სისტემურ დარღვევას პოლიტიკური ბუნება აქვს. კერძოდ, სამართალდამცავი, საგამოძიებო, სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები კოორდინირებული მოქმედებებით ცდილობენ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ჩახშობას. რეპრესიებს აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები. ამ თვალსაზრისით გამოსაყოფია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ხოლო შსს-ს სსიპ "საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112" ბოროტად იყენებს საკუთარ ვიდეო-ანალიტიკურ შესაძლებლობებს რეპრესიების მხარდასაჭერად. ადამიანების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოძიება და სასამართლო ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას, მეტიც, იგი მიმდინარე რეპრესიების თანამონაწილეა. მანიფესტაციების კონტექსტში რეპრესირებული ადამიანებისთვის სამართლიანი სასამართლო ფაქტობრივად არ არსებობს. მიმდინარე რეპრესიებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს, რომელსაც ხელმძღვანელობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს პარტია 2024 წლის 26 ოქტომბრის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებულ სახელმწიფოთა მიერ არაღიარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად აკონტროლებს ერთპარტიულ პარლამენტს" - ვკითხულობთ დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში. სრული ანგარიში - "ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ"
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს; როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს
„ენმ“ - ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ დაუღალავი ბრძოლისკენ
8 პირის პროცესი 23 მაისს გაგრძელდება – დღევანდელ სხდომაზე 5 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა
ჯო უილსონი ირაკლი კობახიძეს - პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს
![]() პუტინი: რუსეთი ფრონტზე თითქმის ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე უკრაინა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
პენტაგონმა უკრაინაში ომის აშშ-სა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის რისკი გამოაცხადა.
დღის თემა
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|