2016-03-16 15:33:25, 530 ნახვა
საზოგადოება
თვითმმართველობის წევრები რექტორს გადადგომისთვის ერთ საათს აძლევენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები რექტორს გადადგომისთვის ერთ საათს აძლევენ. ვლადიმერ პაპავას მიერ თანამდებობის დატოვებას ჯავახიშვილის სახელობისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების წევრები ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას გეგმავენ.
„აუდიტორია 115“-ის მხარდამჭერები კი აქციას ჭავჭავაძის გამზირზე განაგრძობენ და კვლავ ე.წ. ოდეერების გაუქმებასა და თვითმმართველობის რეფორმირებას ითხოვენ.
შეგახსნეებთ, რომ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და თავის კაბინეტში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან