|
2025-05-06 10:34:29, 1784 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის უდიდეს „ბარაბაშოვოს“ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები, დაშავდა 11 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა ქალაქის ოთხ რაიონს „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ქალაქის უდიდეს ბაზარში, „ბარაბაშოვოში“, ხანძარი გაჩნდა“, - წერს სინეგუბოვი „ტელეგრამ“ არხზე. მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქს, საერთო ჯამში, 8 მართვადი საჰაერო ბომბით, 8 FPV დრონით და „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. სინეგუბოვის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, იზიუმში დაზიანდა 14 კერძო სახლი, კუპიანსკში - 2 კერძო სახლი, საწყობი და 2 ავტომობილი და ხარკოვში- 8 კერძო სახლი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)