2025-05-04 15:17:26, 249 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი და ფიცო 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან
![]() ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსოფლიო ლიდერი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ზოგიერთი მათგანი ვლადიმერ პუტინთან ჩასვლას მაინც გეგმავს. კერძოდ, კრემლი იუწყება, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთს 7-დან 10 მაისამდე ეწვევა და „მონაწილეობას მიიღებს გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნაში“. განცხადებაში ნათქვამია, რომ სი ძინპინი პუტინთან განიხილავს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და ასევე ხელს მოაწერს რიგ დოკუმენტებს. გარდა ამისა, რუსული მედია წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ გამარჯვების დღეს მოსკოვს ეწვევა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიცომ „მიუღებელი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას“. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ვერ უზრუნველყოფს იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებას, რომლებიც გადაწყვეტენ დაესწრონ 9 მაისის აღლუმს მოსკოვში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
ომი უკრაინაში![]() კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|