17:02 - 04 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 16:29:27, 399 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანეს. 

IDF-ის განცხადების თანახმად, იერიშები მიმართული იყო "სამხედრო ობიექტზე, ჰაერსაწინააღმდეგო არტილერიასა და "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტების ინფრასტრუქტურაზე". განცხადებაში ასევე წერია, რომ IDF-ის ჯარისკაცები "განლაგებულები არიან სამხრეთ სირიაში და მზად არიან, რომ აგრესიული ძალები დრუზების სოფლებში შესვლისგან შეაკავონ". 

"IDF განვითარებებზე დაკვირვებას აგრძელებს და თავდაცვისა და სხვადასხვა სცენარებისთვის მზაობას ინარჩუნებს". - წერს IDF. 

ისრაელმა დამასკოში სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო იერიში მიიტანა

მანამდე, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს საჰაერო იერიში მიიტანა.

"ეს არის მკაფიო გზავნილი სირიის რეჟიმისთვის. მათი ძალების დამასკოს სამხრეთით განლაგებასა და დრუზების თემის მიმართ რაიმე საშიშროების შექმნას არ დავუშვებთ". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ისრაელის იერიშებს წინ უძღოდა სუნიტ მუსლიმებსა და დრუზებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება.

დაპირისპირება იმ აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა, რომელშიც ერთ-ერთი პიროვნება მუჰამედს აკრიტიკებს. აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ დრუზ სასულიერო პირს მიაწერეს, რამაც სუნიტ მუსლიმების გაღიზიანება გამოიწვია.

ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დამასკოს სამხრეთ გარეუბანში, რომელიც ძირითადად დრუზებით არის დასახლებული, 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

დღეს, 3 მაისს IDF-მა განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო დღეებში 15 დრუზი შეიფარა, რომლებიც სირიაში შეტაკებების შედეგად დაშავდნენ. მათ ახლა საფედში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს
ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა
კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი