2025-05-03 12:20:11, 402 ნახვა
მსოფლიო
პრინცი ჰარი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახთან „შერიგება სურს“
![]() სასექსის ჰერცოგმა, ჰარიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან სურს სამეფო ოჯახთან შერიგება. ჰარის თქმით, ის განადგურებულია ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მეფე „უსაფრთხოების საკითხების გამო მას არ ელაპარაკება“. მისივე თქმით, აღარ სურს ბრძოლა. „იმდენი უთანხმოება იყო ჩემსა და ჩემს ოჯახს შორის, მაგრამ მე მათ ვაპატიე. ვისურვებდი ჩემს ოჯახთან შერიგებას. აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ცხოვრება ძვირფასია“, – განაცხადა პრინცმა. პრინც ჰარის სასამართლო დავა, რომელიც მისი უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, პრინცისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პრინც ჰარის აღარ მიენიჭება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიციის დაცვა მას შემდეგ, რაც მან 2020 წელს უარი თქვა სამეფო მოვალეობებზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჰარიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას და შესაძლოა, მომავალში ბრიტანეთში დაბრუნების შესაძლებლობაც კი გაართულოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
ომი უკრაინაში![]() კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|