16:23 - 04 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 18:56:14, 512 ნახვა

მსოფლიო
სირიამ მსხვილ ფრანგულ კომპანიასთან ლატაკიის პორტის მართვის 30-წლიანი კონტრაქტი დადო

სირიამ ფრანგულ მსხვილ გადამზიდ კომპანიასთან, CMA CGM-თან ლატაკიის პორტის განვითარებისა და მართვის 30-წლიანი კონტრაქტი დადო.

მხარეებმა კონტრაქტს ხელი დამასკოში საპრეზიდენტო სასახლეში სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას თანდასწრებით მოაწერეს. 

CMA CGM-ის რეგიონულმა დირექტორმა, ჯოსეფ დაკაკმა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოსთან, AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ "მოხარულია, შემდეგი 30 წლის განმავლობაში ლატაკიის პორტში ინვესტირებისა და მართვის კონტრაქტის ხელმოწერა გამოაცხადოს". 

"ამ კონტრაქტის ჩარჩოთი ჩვენ ვალდებულებად ავიღეთ პორტის მოდერნიზება, მისი გაფართოება და აუზის გაღრმავება, რათა მას უფრო დიდი გემების დატევა და მომდევნო წლებში სირიაში შემავალი საქონლის ყველა მოსალოდნელი ოდენობის მიღება შევძლოთ". - თქვა დაკაკმა. 

პორტის დირექტორმა, აჰმედ მუსტაფამ AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ ხელშეკრულება გულისხმობს 230 მილიონი ევროს გამოყოფას შენობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, "გლობალური სტანდარტებით" ახალი ნავმისადგომის მშენებლობისთვის. მუსტაფას თქმით, პირველ წელს პორტს 30 მილიონი ევრო გადაეცემა, ახალი ნავმისადგომი კი სავარაუდოდ "პირველი წლიდან ოთხ წელში". მანვე დაამატა, რომ ახალი ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის "დიდი გემების შესვლას, რომლებიც ამჟამად ლატაკიის პორტში შესვლას ვერ ახერხებენ". 

მუსტაფამ თქვა, რომ პორტის შემოსავალი "CMA CGM-სა და სირიის სახელმწიფოს შორის გაიყოფა, 60% სირიის სახელმწიფოს გადაეცემა, 40% კი [კომპანიას]". მისივე თქმით, წილები შესაძლოა "ქვეყანაში შემავალი კონტეინერების რაოდენობის ზრდის" შესაბამისად შეიცვალოს.  

მანამდე, სირიის პორტების გენერალურმა სამმართველომ თებერვალში გამოაცხადა, რომ შეხვედრებებს მართავდნენ CMA CGM-თან, რომელთა ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ახალი მართვის კონტრაქტი" გაეფორმებინათ. 

CMA CGM პორტის კონტეინერების ტერმინალს 2009 წლიდან, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროიდან მართავს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს
ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა
კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი