16:41 - 04 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 16:32:31, 516 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინებში ავტობუსი მანქანებს შეეჯახა - დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსხვილი ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის Solid North Bus-ის ავტობუსი მაგისტრალზე მანქანების მწკრივს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე პირი დაშავდა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილმა ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ მგზავრების ტრანსპორტირებისას ჩაეძინა.

ფილიპინების სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, კომპანია Solid North Bus-ს, შესაძლოა ლიცენზია შეუწყდეს, ხოლო მძღოლი სატრანსპორტო წესის დარღვევისთვის და "დაუდევარი ქმედებისთვის" გასამართლდეს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს
ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა
კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი