16:17 - 04 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 15:39:35, 507 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება სასარგებლო უნგრეთისთვის, რადგან ის საფრთხეს უქმნის უნგრეთის ეკონომიკას.

ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა ომის გამო სამი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი ევრო დაკარგა. მისივე თქმით, ქვეყანას არ ექნებოდა ასეთი ეკონომიკური პრობლემები, თუ უკრაინისთვის გაგზავნილი თანხები ევროპის ეკონომიკაში დარჩებოდა.

„თუმცა ევროპელი ლიდერები განაგრძობენ ომისკენ სწრაფვას და უკრაინის მხარდაჭერას ამერიკული ხელმძღვანელობის ნების წინააღმდეგაც კი. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისა და უკრაინის არმიის დაფინანსება და მხარდაჭერა შეერთებული შტატების გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მნიშვნელოვან პრობლემად უკრაინული არმიის შენახვის აუცილებლობა დაასახელა.

„ფული, რომელიც მათ იქ უნდათ დახარჯონ, შეგვეძლო, სახლში დაგვეხარჯა. ფული, მათ შორის ჩვენი, მათ უკრაინაში ურიკებით მიაქვთ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას“ სურს უკრაინის ევროკავშირში შეყვანა, რაც უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

ვიქტორ ორბანმა მოუწოდა მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მონაწილეობა მიიღონ შესაბამის გამოკითხვაში.

„ბრიუსელში ფიქრობენ, რომ უკრაინის დასაფინანსებლად საჭიროა უზარმაზარი ერთობლივი სესხის აღება, რადგან ევროკავშირის ლიდერებმა იციან, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა ევროპის ვალებში ჩაძირვის თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსახლეობაში გამოკითხვას ჩაატარებს, სურთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

ბუდაპეშტში 29 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ რეგულარულ კონსულტაციებზე, რათა განბლოკონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ვიქტორ ორბანმა უკვე საჯაროდ მისცა ხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს
ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა
კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი