07:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 15:50:11, 1159 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

შესაძლოა, უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე, 30 აპრილს მოაწერონ.

მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში გაემგზავრა.

Bloomberg-ი დოკუმენტის პროექტის გაცნობის შედეგად წერს, რომ „მხარეები უკრაინის სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების გასაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნას შეეცდებიან“.

„შეთანხმება აძლიერებს მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული მასიური ნგრევის საპასუხოდ“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics