12:23 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:36:37, 343 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: ჩემი მიდგომა მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობაა და არა კონფრონტაცია

"ჩემი მიდგომა არის მოსამართლეთა  კორპუსთან თანამშრომლობა და არა მათთან კონფრონტაცია",-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა  ნინო გვენეტაძემ ჟურნალიტებს განუცხადა.

გვენეტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მოსამართლეთა  პროფესიული დონის ამაღლებაზე იზრუნებს, რაც მისივე მტკიცებით, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად წინაპირობა იქნება.

"რასაკვირველია, პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაში ყველა  ინსტანციის დონეზე იკვეთებოდა  დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მხრივ, რომელიც გარკვეულწილად ბადებდა ეჭვს საზოგადოებაში ყოველთვის, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო, ან უსამართლო. ამ მიმართებით ყურადღების გამახვილება უკვე მოხდა და ჩემი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის შემთხვევაში, შევეცდები, რომ ისე როგორც ევროპულ და დასავლურ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემებშია დამკვიდრებული, ვიზრუნო მოსამართლეთა პროფესიონალური დონის ამაღლებაზე, რაც იქნება წინა პირობა  დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.ის, რაც კითხვებს აღარ დაუტოვებს პროცესის მონაწილე მხარეებს, მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობასთან დაკავშირებით.  ვიცნობ იუსტიციის საბჭოს ორგანიზაციული კუთხითაც, პიროვნულადაც ბევრ იქ მოღვაწე მოსამართლეს და ასევე არამოსამართლე წევრებს. ვიცი ის პრობლემები, რომლებიც მათ გადაწყვეტილების მიღების დროს ექმნებათ, ხმათა რაოდენობის მოგროვების მხრივ. ჩემი მიდგომა როგორც განვაცხადე არის მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია მათთან. ამიტომ, შევეცდები ყველა დაშვებული კანონისმიერი გზითა და საშუალებით, მივაღწიო მათთან საერთო ენის გამონახვას რამდენადაც ვფიქრობ, რომ ის ღირებულება, რომლითაც მე მივდივარ სასამართლოში, მისაღები უნდა იყოს თვით მოქმედი სასამართლო კორპუსისასთვის",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics