|
2025-04-16 12:05:54, 636 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - გახარია პარლამენტში ისედაც არის - სხვა რადიკალებმა ჩახსნეს სიები, მას ეს არ გაუკეთებია
გახარია პარლამენტში ისედაც არის, სიები არ ჩაუხსნია, ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი - არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ასევე, არაა გამორიცხული, რომ გიორგი გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. „გახარია პარლამენტში ისედაც არის. სხვა რადიკალებმა ჩახსნეს თავიანთი სიები, მას ეს არ გაუკეთებია. ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი. გახარია, ამ თავის ოპოზიციურ რადიკალურ ჭრილში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ და ეს იქნება ყველასთვის ცნობილი. აშკარად, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, ისევე როგორც მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში," - აღნიშნა მათიკაშვილმა. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, „საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ იგემებს უდიდეს მარცხს“, ხოლო, თუკი არ მიიღებს, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უკეთესი იქნება, რადგან „ჯანსაღი ოპოზიციისთვის ადგილი გამოთავისუფლდება“. „ოპოზიციას სრული არეულ-დარეულობა აქვს. მათ არანაირი ერთიანი აზრი და ერთიანი გზა არ გააჩნიათ. ისინი პრაქტიკულად, განულებულები არიან საზოგადოების თვალში რეიტინგულად. დღეს, ნაწილი ფიქრობს, რომ დავალების ჭრილში, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამით შეეცდება, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე კვლავ იტივტივოს. ნაწილი ამ დავალების მოლოდინშია და იმოქმედებს ისე, როგორ დავალებასაც მიიღებს. ერთი, რომ ოპოზიციას პრინციპულობა საერთოდ არ გააჩნია და მეორე - არანაირი ხედვა, არანაირი მომავლის აღქმის უნარი მათ არ აქვთ. ამიტომაც ისინი პოლიტიკური არეალიდან არიან ფაქტობრივად გამქრალი. მიიღებენ მონაწილეობას?! მიიღონ და კიდევ ერთხელ იგემონ საზოგადოების მხრიდან ის უდიდესი მარცხი, რომელსაც აუცილებლად იგემებენ და მიიღებენ არჩევნების შემდეგ. არ მიიღებენ მონაწილეობას?! ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის კიდევ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღი ოპოზიციისთვის გამოთავისუფლდება ადგილი," - განაცხადა მათიკაშვილმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)