|
2025-04-14 18:36:56, 727 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - შეიძლება ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს
თქვენ გყავთ დღეს გუნდი და გუნდში გაქვთ ერთსულოვნება, გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად და ათანხმებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ადგეს და ხვალ, ვთქვათ, პარლამენტში შემოვიდეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მას აქვს ამის უფლება? , - აღნიშნული შეკითხვა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილია ინჯიამ გიორგი გახარიას დაუსვა. ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ვერავის აუკრძალავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უბრალოდ, მისივე თქმით, მთავარია ამაში რომელიმემ ფული არ აიღოს და არ შეიპაროს. “გუნდში ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ არის პანაცეა. მაგალითად, დღეს რომ მე აქ მოვსულიყავი, გუნდის ნახევარი წინააღმდეგი იყო, ნახევარი - მომხრე, მაგრამ თითოეულ ადამიანს მაშინ, როდესაც, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, აქვს სივრცე, სადაც თავისი ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმას მე ვერ ავუკრძალავ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ მოიყვანეთ მაგალითი პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. მთავარი რა არის, იცით? არ უნდა შეიპაროს და ფული არ უნდა აიღოს ამაში - მთავარი ეს არის, თორემ თავისი რწმენით თუ ამას გადაწყვეტს, მე რა ძალა მაქვს სხვა ადამიანზე…” - უპასუხა გახარიამ ილია ინჯიას. საკითხზე საუბარი თეა წულუკიანთან გაგრძელდა. “ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ…” - მიმართა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც სმენია მსგავსი ჭორები. “ქალბატონო თეა, თუ გამიმხელთ, რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შევძლო მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს და ამის იქეთ, შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა, შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ”, - აღნიშნა გახარიამ. გახარიას ამ განცხადებას მოჰყვა წულუკიანის რეპლიკაც: “აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცით, დიდება უფალს”.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)