15:34 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 17:13:58, 872 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ერთიანი ფონდის შექმნას გეგმავს

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებმა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ერთიანი თავდაცვის ფონდის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

აღჭურვილობის გამოყენების სანაცვლოდ ფონდი წევრ ქვეყნებს გადასახადებს დააკისრებს, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს თავდაცვაზე მეტი დახარჯოს, ისე რომ ეროვნული ბიუჯეტები ზედმეტი ვალით არ დაიტვირთოს.

ფონდი, სახელწოდებით ევროპული თავდაცვის მექანიზმი (EDM), Bruegel-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ იყო შემოთავაზებული.

"ეს კარგია დასაწყისია დისკუსიისთვის". - განაცხადა პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა, იოაკიმ მირანდა სარმენტომ.

მისი თქმით, განსახილველი ჯერ კიდე მრავალი საკითხია, მათ შორის ფონდის მანდატი და ფინანსური წყაროები. "არსებობს არაერთი ფინანსური, თუმცა ასევე სამხედრო ასპექტიც". - თქვა სარმენტომ.

Reuters-ის ინფორმაციით EDM-ის წევრები შესაძლოა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა ან ნორვეგიაც გახდნენ.

სააგენტო წერს, რომ ფონდს თავად ექნება საკუთრებაში შეძენილი აღჭურვილობა, ფინანსური ვალდებულებები კი თავად ფონდის ბალანსზე და არა ცალკეული სახელმწიფოების ბიუჯეტებში დარჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics