20:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 20:22:41, 488 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში თვითმმართველობის წარმომადგენლები დაცვას ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლები დაცვას ცოტა ხნის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

 დაძაბული ვითარება იყო თსუ-ს  პირველი კორპუსის პირველ სართულზე,  სადაც რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტია.  თვითმმართველობის  წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რექტორის კაბინეტის კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

ორი სტუდენტური ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებული დიდი რაოდენობით სამართალდამცავები,  ცდილობდნენ, დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ. 

"ექსპრესნიუსის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. 

ცნობისთვის, თვითმმართველობის წამრომადგენლები და მათი მხარდამჭერები  თუს-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენებას მოითხოვენ, ხოლო თსუ-ში შეკრებილი ის სტუდენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, ითხოვენ, ე.წ.  ოდეერებმა დატოვონ უნივერსიტეტი, დაიწყოს გამოძიება და მოხდეს სისტემური ცვლილებები. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა იყო, რაც დაკმაყოფილდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics