|
2025-04-11 15:29:42, 578 ნახვა
მსოფლიო
ჯონ ჰილი - უკრაინის მოკავშირეებმა 21 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების დაპირება გასცეს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინისთვის 21 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის დაპირება გასცეს. „ეს უკრაინის სამხედრო დაფინანსების რეკორდულ ზრდას წარმოადგენს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ასევე აგრძელებს მხარდაჭერას და წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, ჯამში, 4.5 მილიარდ ფუნტზე მეტი დაიხარჯება. ამასთან, მან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ფეხის მოთრევასა“ და მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს. „დღეს ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმება. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, მაგრამ ცეცხლის სრული შეწყვეტა უარყო. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, მაგრამ ის აგრძელებს ფეხის მოთრევასა და მოლაპარაკებების გაჭიანურებას. პუტინმა თქვა, რომ მშვიდობა სურდა, თუმცა მისი ძალები აგრძელებენ უკრაინის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას“, - აღნიშნა ჯონ ჰილმა. მისი თქმით, 2025 წელი კრიტიკული წელია უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. „ახლა კრიტიკული მომენტია. თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, სამხედროებისთვის და მთავრობებისთვის, რომ გააქტიურდნენ“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)