14:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 20:38:01, 593 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სანქციების პროცესი გაგრძელდება ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!

ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.

ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა – გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.

დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება!დრო ძალიან ცოტა დარჩა!“,- წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics