14:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 20:28:39, 518 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციებით, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი გრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ოთხი ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს.

„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან  შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებული, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics