16:26 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 19:09:17, 702 ნახვა

მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში დღეს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს სტამბოლში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოულტერის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების დელეგაცია შეხვდა რუსულ დელეგაციას, რომელსაც ელჩი ალექსანდრ დარჩიევი ხელმძღვანელობდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან რუბიოს რუს კოლეგასთან შეთანხმების შემდეგ კონსულტაციების მეორე რაუნდი იყო. პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.

„27 თებერვლის შეხვედრაზე ჩამოყალიბებული კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა გაცვალეს ნოტები, რათა მიღწეულ იქნას ურთიერთგაგება რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი მისიებისთვის დიპლომატიური საბანკო საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შეერთებულმა შტატებმა გაიმეორა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის შესახებ, რომელიც კრძალავს ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას, რაც არის მთავარი დაბრკოლება მოსკოვში აშშ-ის საელჩოში პერსონალის დაკომპლექტების სტაბილური და მდგრადი დონის შესანარჩუნებლად. მდივნის თანაშემწის მოადგილე კოულტერმა და ელჩმა დარჩიევმა განიხილეს უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზე შემდგომი შეხვედრის გამართვა, საჭიროებისამებრ, თარიღის, ადგილის და წარმომადგენელთა ვინაობას მომავალში განსაზღვრით“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics