16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 13:20:46, 489 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ მემორიალთან

ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი შვედეთის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული - ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა - ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა მცდელობა იმისა, რომ „ფსკერს ქვემოთ დაშვებული მეთოდებით“ ჩვენს საზოგადოებაში მოახდინონ დაყოფა.

„ადრე თუკი, 1989 წელს როდიონოვი და მისი საბჭოთა სპეცრაზმელები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილს და იქ 21 ქართველი დაიღუპა, ჩვენ ვნახეთ სცენები როდესაც ამ უცხოური ძალის, ქვეყნის გარედან მართული და დაფინანსებული ერთი მუჭა ადამიანების ხელით, ითესებოდა სიძულვილი, შუღლი, ყოველგვარი ზღვარგადასული მეთოდით. ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის საელჩოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და შესრულებულო. დროა, რომ პასუხი გასცენ იმ დონორებმა, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებდა ეს ხალხი გუშინ, ვისი თანხებითაც უზრუნველყოფდნენ იმ დესტრუქციის განხორციელებას, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ ვიხილეთ. ეს არის შვედეთის საელჩო - დროა, ამ ყველაფერს გაეცეს პასუხი, ან გაემიჯნოს ამ პროცესებს. ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას. ეს არის ამ შემთხვევაშიც. ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა," - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics