|
2025-04-10 09:25:06, 387 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს. “უპატივცემულობის გამო, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზარს აჩვენა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში. გარკვეულ მომენტში, იმედია უახლოს მომავალში, ჩინეთი გაიაზრებს, რომ აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ძარცვა აღარ არის მდგრადი ან მისაღები. მეორე მხრივ, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, რათა მოელაპარაკათ გამოსავალზე ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტით მანიპულაციის და არაფულადი ტარიფების საკითხებზე, და ამ ქვეყნებს, ჩემი ვარაუდით, არ უპასუხიათ რაიმე გზით, სახით, ან ფორმით შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თანხმობა გავეცი 90-დღიან პაუზასა და საგრძნობლად დაწეულ საპასუხო ტარიფებზე ამ პერიოდში, 10%-ით, რაც ასევე დაუყოვნებლივ შევა ძალაში”, - წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)