|
2025-04-09 18:27:02, 520 ნახვა
პოლიტიკა
ტობიას კრემერი - ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით
მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, „ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით“. „ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ, არა მხოლოდ ევროპულ პოლიტიკაში, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც, გასული წლის გაყალბებულ არჩევნებსა და წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტპატიმრების დაკავებას, ამჟამად 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში. გუშინ, ჩვენ შევხვდით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც ხელისუფლება თავს დაესხა, სასტიკად გაუსწორდა და სცემეს“, - განაცხადა კრემერმა. მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან რეალობას ასახავს. „ასევე, იმედს ასახავს, რომელსაც ქართველები 130-ზე მეტი დღეა აჩვენებენ, როდესაც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოდიან. ისინი იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ ეს ანგარიში გავაკეთოთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს“, - აღნიშნა კრემერმა.
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)