16:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 14:43:05, 541 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს

ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი ქვეყნების მხრიდან ოფიციალური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკუსვლაზე, გვჭირდება, გადავხედოთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უფრო ყოვლისმომცველად სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ევროპარლამენტში პროგრესს უწოდებენ კანდიდატი ქვეყნისთვის.

„გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიები, ძნელად შეფასდება როგორც პროგრესი. საქართველოს კანდიდატობა ფაქტობრივად შეჩერდა.  „ქართული ოცნების“ თვითდანიშნული მთავრობა დისტანცირდა ევროკავშირისგან ყველა შესაძლო გზით. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერებით, ღირებულებების მსხვრევით, რომელზეც დგას ჩვენი თანამშრომლობა და აქტიური თავდასხმით ევროკავშირზე, მათი მტრული რიტორიკით და დეზინფორმაციით. ამის საპირისპიროდ, ათასობით ქართველი აგრძელებს პროტესტს ქუჩებში ყოველდღიურად, ზამთრის პერიოდში, იბრძვიან დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის თავიანთი ქვეყნისთვის. მოხსენების თავდაპირველი პროექტი ეყრდნობა ევროპარლამენტის სამ ბოლოდროინდელ რეზოლუციას საქართელოს შესახებ. ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის დემოკრატიულ უკუსვლას, რომლის კულმინაცია იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ჩვენ უარს ვაცხადებთ „ქართული ოცნების“ თვითდანიშნული მთავრობის აღიარებაზე. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და სამოქალაქო საზოგადოების განგრძობად განზრახ განადგურებას. ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, არის ახალი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი და მოვალეობა, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების გამოხმაურება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ასევე საბჭოს და კომისიის, არაადეკვატური იყო. მცირე რეაქცია იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ მოვალე ვართ თითოეული ქართველის მიმართ, ვინც აგრძელებს ბრძოლას ევროკავშირის დროშებით, ძალადობის მიუხედავად. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი ქვეყნების მხრიდან ოფიციალური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკუსვლაზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე. მეორე, გვჭირდება, გადავხედოთ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და ასოცირების შეთანხმებას. მესამე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უფრო ყოვლისმომცველად სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. მომდევნო კვირაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ შევიმუშაოთ ჩვენი პოზიცია და შევიტანოთ შესწორებები. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა რამ არის აქ შესაცვლელი, იმის გათვალისწინებით, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics