|
2025-04-09 14:36:05, 745 ნახვა
პოლიტიკა
Bloomberg — ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $125 მილიონით შემცირდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.7 მილიარდამდე შემცირდა. ამერიკული Bloomberg-ის თანახმად, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების შეფასებას რამდენიმე კრიტერიმის მიხედვით ადგენს, წლის დასაწყისიდან დღემდე, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ $800 მილიონით, ანუ 10.7%-ით იკლო და 2024 წლის მაისის მდგომარეობას დაუბრუნდა. მხოლოდ გუშინდელი დღის შემდეგ, მილიარდერის ქონებამ $125 მილიონით შემცირდა. კონკრეტულად რას უკავშირდება ქონების მკვეთრი შემცირება გამოცემას არ დაუზუსტებია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კლება საფონდო ბირჟაზე არსებული დაღმავალი ტენდენციას უკავშირდება, რადგან ივანიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის თანახმად, მის ინვესტიციებს შორის გლობალური კომპანიების აქციებსაც ვხვდებით. Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით ინახება, მცირე ნაწილი კი — ხელოვნების ნიმუშებშია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველი მილიარდერის ქონების შეფასების სარწმუნოებას Bloomberg-ი შესაძლო ხუთი ქულიდან მხოლოდ ერთით აფასებს, რაც ივანიშვილის ქონების კომპოზიციასთანაა დაკავშირებული. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონების დიდი ნაწილი კერძო აქტივებზე, მათ შორის კერძო კომპანიებზე და ხელოვნების ნიმუშებზე მოდის, რომელთა შეფასება შესაბამისი აუდიტის გარეშე საკმაოდ რთულია. მილიარდერის ოჯახი, როგორც ცნობილია, არაერთ კომპანიასაც ფლობს, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონაში. ამერიკული Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიმდინარე წლის თებერვალში მიაღწია, როცა ის $7.83 მილიარდი იყო. საპირწონედ ამისა, მილიარდერის ქონებას ყველაზე მცირედ Bloomberg 2020 წლის მარტში, ანუ პანდემიის დაწყების დროს აფასებდა — იმ დროს, მაჩვენებელი $4.95 მილიარდი იყო. საინტერესოა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებას გაცილებით ნაკლებად აფასებს ამერიკული Forbes-ი, რომლის ბაზაში ივანიშვილი $2.7 მილიარდის ქონებას ფლობს, რითაც მსოფლიოში 1320-ე ადგილს იკავებს.
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)