20:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 13:21:01, 777 ნახვა

მსოფლიო
კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

„დემოკრატი“ კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ რომ უახლოეს 30 დღეში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.

გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, ალ გრინმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის - „ხელების შორს“ - მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებს აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნას.

„ის გოლიათია. ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს. ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს. ის აკონტროლებს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კონგრესმენმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 1 400-მდე ლოკაციაზე აშშ-ის 50-ვე შტატსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics