20:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 10:35:16, 649 ნახვა

მსოფლიო
სკოტ ბესენტი - ზელენსკიმ თეთრ სახლში ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი შეთანხმება ჩაშალა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესნეტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი იშვიათი მინერალების შეთანხმება გააფუჭა.

"ის მივიდა ოვალურ ოფისში და მსოფლიოში ყველაზე მარტივად გასაკეთებელი საქმე ჩაშალა". - აღნიშნა ბესენტმა ინტერვიუში.

მისი თქმით, ზელენსკის საკუთარი უკმაყოფილება კერძო შეხვედრაზე შეეძლო გამოეხატა. 

"ჩვენ უნდა გვქონოდა კერძო ლანჩი, თუ მას რაიმე წინააღმდეგობა ჰქონდა, იქ იქნებოდა ცხრა ჩვენი წარმომადგენელი და ცხრა მათგანი". - თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.

ბესენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს "შეცდომა" გამოსწორდება. "ჩვენ ველოდებით უკრაინის ტექნიკურ ჯგუფს მომავალ კვირაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხის ხელმოწერას და ორივე მხარე გამარჯვებულ სიტუაციაში აღმოჩნდება". - აღნიშნა მინისტრმა.

მანამდე, 31 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს.

"ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები". - თქვა ტრამპმა Air Forc One-ზე ყოფნისას.

"ჩვენ შევთანხმდით იშვიათ მინერალებზე და ახლა ის [ზელენსკი] ამბობს, "იცით, მე მინდა ხელახლა გადავხედოთ მას. თუ ის აპირებს შეთანხმების გადახედვას, მას დიდი პრობლემები ექნება". - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics