20:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 14:52:42, 924 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

Sky News-ის ცნობით, დღეს ამერიკელმა საბაჟო მოხელეებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფების შეგროვება საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და საბაჟო საწყობებში დაიწყეს.

ამასთან, იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, 9 აპრილიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები საქართველოს მიმართაც მოქმედებს. საქართველოსთან ერთად 10%-იანი ტარიფები სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და თურქეთის მიმართაც ამოქმედდა.

საბაზისო 10%-იან ტარიფებთან ერთად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics