|
2025-04-05 10:24:17, 810 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის მუშაობა 75 დღით გაახანგრძლივა
დონალდ ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის მუშაობა 75 დღით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონი გადაავადა და ჩინურ კომპანია ByteDance-ს კიდევ 75 დღე მისცა, რათა აპლიკაციის აშშ-ში მოქმედი აქტივები არაჩინურ კომპანიას მიჰყიდოს. „ჩემი ადმინისტრაცია TikTok-ის გადასარჩენად შეთანხმებაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. შეთანხმება კიდევ უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს, რათა შეთანხმების ყველა ნაწილს ხელი მოეწეროს, სწორედ ამიტომ, ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას TikTok-ის მუშაობის 75 დღით გახანგრძლივების შესახებ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის 19 იანვრამდე უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა. TikTok-მა 2025 წლის 19 იანვარს აშშ-ში მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეაჩერა, თუმცა დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი და კომპანიას შეთანხმების მისაღწევად 75 დღე მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)