20:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 12:38:08, 651 ნახვა

მსოფლიო
ერ-რიადში მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლებს ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ

სააგენტო Агентства წერს, რომ 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის შეხვედრაზე მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილის გამო რუსული მხარის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება მოხდა.

18 თებერვალს რუსულ დელეგაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ, თუმცა მოლაპარაკებების დაწყების კადრებში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევიც ჩანს.

Агентства წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერ-რიადის მოლაპარაკებებამდე პუტინმა ლავროვს უთხრა, რომ რუსული დელეგაცია მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგებოდა. დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ კი პუტინმა მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მისცა, თუმცა ლავროვისთვის ამის შესახებ არ უთქვამს.

წყარო ამტკიცებს, რომ ლავროვი გაოცებული დარჩა, როცა მოლაპარაკების დარბაზში რუსული მხრიდან სამი სავარძელი დახვდა.

წყაროს მტკიცებით, ლავროვმა სავარძელი მაგიდიდან გაწია და თქვა, "თუ მას [დმიტრიევს] მონაწილეობა სურს, ამის შესახებ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მითხრას", რის შემდეგაც დმიტრიევმა დარბაზი დატოვა. 

გამოცემა წერს, რომ დმიტრიევმა ერთ-ერთი ტექნიკური შესვენების დროს მაინც მოახერხა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. "ამერიკელებიც ბრუნდებოდნენ და ლავროვისთვის უხერხული იყო ჩხუბი. დმიტრიევმა მას სთხოვა, რომ სულ 15 წუთით ყოფნა სჭირდებოდა". - აცხადებს წყარო.

Агентства წერს, რომ ვერ მოახერხა დამოუკიდებლად დაედასტურებინა წყაროს ზოგიერთი განცხადება.

მოლაპარაკებების კადრებში კრემლის წარმომადგენლების გვერდით მესამე სავარძელი არ ჩანს, თუმცა РФПИ-ის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ კულუარებში დმიტრიევი მარკო რუბიოსთან, მაიკ უოლცთან და სტივ უიტკოფთან საუბრობს.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 18 თებერვალს გაიმართა.

ამერიკულ მხარეს შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, ხოლო რუსულ მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics