22:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 16:07:24, 680 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა

აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის პრემიერ-მინისტრზე, პედრო სანჩესზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, გეგმის მიზანს ესპანეთის ეკონომიკაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების გავლენის შემსუბუქება წარმოადგენს.

სანჩესის ცნობით, პაკეტი 7,4 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს, ხოლო დარჩენილი თანხების გამოყოფა არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის შეღავათიანი სესხების სახით მოხდება.

„აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ტარიფებით შეტევა მეგობრებსა და მტრებს არ განასხვავებს, იდეოლოგიისა და სავაჭრო ბალანსის საფუძველზე დისკრიმინაციას არ ახდენს, ეს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიას ფონდის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდება.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics