22:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 13:17:02, 534 ნახვა

მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია

რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

კირილ დმიტრიევის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.

„დღეს, კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენას დაძაბულობის შენარჩუნებით დაინტერესებული უამრავი ძალა ეწინააღმდეგება. ეს ძალები რუსეთის პოზიციას მიზანმიმართულად ამახინჯებენ, დიალოგისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის ჩაშლას ცდილობენ და ამისთვის რესურსებს არ იშურებენ. დაახლოების მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ რუსეთი და აშშ საერთო ენას იპოვიან, ერთმანეთს უკეთ გაუგებენ და თანამშრომლობას დაიწყებენ, როგორც საერთაშორისო საქმეებში, ასევე ეკონომიკაში“, - წერს დმიტრიევი.

მისივე თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სრულიად განადგურდა.

„დიალოგის აღდგენა რთული და ეტაპობრივი პროცესია, მაგრამ ყოველი შეხვედრა წინსვლის საშუალებას გვაძლევს. რუსეთის პოზიციის რეალური გაგება თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მათ შორის საინვესტიციო და ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics