|
2025-04-03 09:22:57, 685 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი დააწესა
დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, ხოლო ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს უფრო დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - უფრო მაღალი ტარიფები დაუწესდებათ. დაახლოებით 60 ქვეყანას, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული (მათ შორის ვალუტის მანიპულაციებით და სავაჭრო ბარიერებით), აშშ-ის მხრიდან დაახლოებით განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს ამერიკულ საქონელზე 67%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება. სხვა დაანონსებული ტარიფებია: ევროკავშირზე - 20%, ვიეტნამზე - 46%, ტაივანზე - 32%, იაპონიაზე - 24%, ინდოეთზე - 26%, სამხრეთ კორეაზე - 25%, ტაილანდზე - 36%, შვეიცარიაზე - 31%, ინდონეზიაზე - 32%, მალაიზიაზე - 24%, დიდ ბრიტანეთზე - 10%, ისრაელზე - 17%, სამხრეთ აფრიკაზე - 30%. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ასევე, უკრაინის, თურქეთის მიმართ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე 25%-იანი ტარიფი დააანონსა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა უცხოურ ავტომობილზე. საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)