23:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 15:30:22, 827 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.

„როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უცხოელმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს, მან მიიღო ფინანსური სარგებელი საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის გავლენის არასათანადო გამოყენებით, რათა სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ყოფილიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, „ლევან მურუსიძემ, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის ფინანსური სარგებელი მიიღო და სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.

დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics