|
2025-04-01 16:40:37, 944 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო მინისტრი - რუსეთთან სამი სცენარი არსებობს - ომი, საფრთხე ან ოკუპაცია
რუსეთის ფედერაციასთან ომის, ან მისი მხრიდან ბალტიის ქვეყნების პოტენციური ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რუსეთის შეკავება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს შეკითხვა, როგორ აფასებს მისი ქვეყანა რუსეთის გეგმას ლიეტუვაზე თავდასხმის ან მისი დესტაბილიზაციის შესახებ და რამდენად რეალურია ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე. კესტუტის ბუდრისის თქმით, ნატო-ს ქვეყნების სადაზვერვო საზოგადოება მივიდა კონსენსუსამდე, რომ რუსეთი ნატო-სთვის გრძელვადიან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს. „ეს პოლიტიკური მიზნები აშკარაა, რომელიც პუტინმა უკვე რამდენჯერმე გამოხატა. მან თქვა, რომ სურს, ამერიკელები არ იყვნენ ევროპაში, სურს დომინირება ევროპაში, სურს, რომ არც ლიეტუვა იყოს აყვავებული ქვეყანა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალური და გრძელვადიანია, ამიტომ აუცილებელია შეკავების უზრუნველყოფა, ვინაიდან რუსეთი მომავალშიც მეზობელ ქვეყნად დარჩება. „რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს სამი ვარიანტი: ან ომი რუსეთთან, ან საფრთხე რუსეთისგან, ან ოკუპაცია. ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეძლოთ შეკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით ომის პოზიციაში“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ლიეტუვა უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის შეკავების ნაწილად განიხილავს.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)