20:25 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 16:04:06, 872 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პოლიციამ ნეთანიაჰუს ორი უახლოესი მრჩეველი დააკავა

ისრაელის პოლიციამ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ორი უახლოესი მრჩეველი, იონათან ურიხი და ელ ფელდშტეინი კატარის მთავრობასთან არალეგალური კავშირების ეჭვის საფუძველზე დააკავა.

მრჩევლები 31 მარტს დააკავეს. დაკავებები ადგილობრივ მედიაში კათარგეითის სახელით ცნობილ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც შესაძლო უცხოურ გავლენას, ეროვნული უსაფრთხოების დარღვევებსა და პოლიტიკურ დანაშაულებს იძიებს.

დაკავებებიდან მალევე, ნეთანიაჰუ იერუსალიმში, საკუთარ ოფისში დაკითხვაზე დაიბარეს. 

ნეთანიაჰუ საქმეში ეჭვმიტანილად არ არის მოხსენიებული. მედიის ცნობით, ის გამოიკითხა როგორც პიროვნება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია ამ საქმეზე.

დაკავება განხორციელდა Lahav 433-ის, ისრაელის ელიტური ანტიკორუფციული და მძიმე დანაშაულების დანაყოფის მიერ, შინ ბეტთან (ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტო) კოორდინაციით. გამოძიება სასამართლოს მიერ დაწესებული ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის (gag order) პირობებში მიმდინარეობს, რომელიც ძალაში 10 აპრილამდე რჩება.

საქმე ეყრდნობა ბრალდებებს, რომ ელი ფელდშტეინი, ნეთანიაჰუს ყოფილი პრესმდივანი, ერთდროულად მუშაობდა საერთაშორისო კომპანიაში, რომელსაც კატარი ქირაობდა, და ამავე დროს იკავებდა პოზიციას პრემიერმინისტრის ოფისში. გამომძიებლების თქმით, ფელდშტეინი თითქოსდა ისრაელის მედიაში "პროკატარულ ნარატივს" ავრცელებდა, პარალელურად კი კატარისგან ფულად ანაზღაურებას იღებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics