18:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 10:32:24, 487 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
 
"კიდევ ერთი ტრაგედია და ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, რომელიც ტერორისტთა უგუნურ ქმედებას შეეწირა - ძალიან მძიმეა ეს ყოველივე. თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთა სულიერი მდგომარეობა ამ წუთებში ძალიან მძიმეა. თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა გასულ თვეში მომხდარი ტერაქტის შედეგებს გლოვობს. თუმცა, იმედი მაქვს, თურქეთის ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შეძლებს, აღკვეთოს ტერორისტული აქტების განმეორება საკუთარ ქვეყანაში," - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
 
ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 32, ხოლო დაშავებულია 125 უდანაშაულო მოქალაქე.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics