23:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 20:43:54, 964 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

სამინისტროს განცხადების თანახმად რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საქმიანობა ეწინააღმდეგება მატ დიპლომატიურ სტატუსს. 

მედიების ინფორმაციით, მოლდოვის პრორუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ნესტეროვსკი ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსული დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანით გადაადგილდებოდა. 

უწყების განცხადების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წევია რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ოზეროვი. 

ოზეროვმა უარყო, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რამე ფორმით არიან კავშირში ნესტეროვსკისთან.

"მოვუწოდებთ მოლდოვის მხარეს თავი შეიკავოს პროვოკაციული ბრალდებებისგან და იმედი გვაქვს მივუბრუნდებით პრაგმატულ დიალოგს, რომელიც ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს". – თქვა ოზეროვმა. 

ცოტა ხნით ადრე კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გოცული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics