|
2025-03-31 18:26:10, 721 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოებაში დახმარებას დაჰპირდა
გერმანიის პრეზიდენტი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოებაში დახმარებას დაჰპირდა, – ამის შესახებ განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სომხეთში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის თავის სომეხ კოლეგას შეხვდა. „მხარდაჭერა უკვე ხორციელდება. უპირველეს ყოვლისა, მიმდინარეოებს გაცნობითი ოპერაციული პროცედურები, ასევე მზადდება პარტნიორობის დღის წესრიგი. მისი შეთანხმების შემდეგ ჩვენ უნდა მივიდეთ თანამშრომლობამდე“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოებისთვის სომხეთმა რეფორმების გასატარებლად კიდევ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს და „სომხეთი ძალიან რეალისტურად უყურებს ევროკავშირისკენ მიმავალ გრძელ გზას“. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰან ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს სურს, იყოს ევროკავშირის წევრი. „ჩვენ უბრალოდ გვსურს ევროკავშირის წევრობა. მე არ მგონია, რომ სომხეთში მოიძებნოს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამის წინააღმდეგი იქნება“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 26 მარტს სომხეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ანიჭებს სომხეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)