01:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 10:13:19, 743 ნახვა

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - გრენლანდიელების თვითგამორკვევას პატივს ვცემთ, იმედია, აშშ-ს პარტნიორობას აირჩევენ

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს და იმედოვნებს, რომ ისინი "აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ", რადგან აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა დანიის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნას ჯობია და აშშ "ერთადერთი ერია დედამიწაზე", რომელიც "გრენლანდიის სუვერენიტეტს პატივს სცემს".  

ამის შესახებ ვენსმა გრენლანდიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.

"მეტი უნდა გავაკეთოთ. რაც პრეზიდენტმა თქვა ქვეყნის მდგომაროების შესახებ თავის მიმართვაში - და ამის შესახებ მან ძალიან ნათლად თქვა - არის, რომ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი არგუმენტი მათთვის არის ის, რომ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესად იქნებოდით აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ვიდრე დანიის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყავით, რადგან დანიის უსაფრთხოების ქოლგა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ყველაფერი მამაც ამერიკელებს ჩააბარეს და იმედოვნებდნენ, რომ საფასურს ჩვენ გადავიხდიდით. გრენლანდიელ ხალხს უბრალოდ ვეუბნებით, რომ როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდია უნდა გვქონდეს, გულისხმობს იმას, რომ ეს კუნძული უსაფრთხო არ არის. მისით მრავალი ადამიანი არის დაინტერესებული. მრავალი ადამიანი დგამს ნაბიჯებს. ვიცით, რომ ამერიკა ამ კუნძულის უსაფრთხოებაზე ღელავს გრენლანდიელი ხალხის გულისთვის და ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გულისთვის. ამიტომ, ჩვენი გზავნილი ძალიან მარტივია. დიახ, გრენლანდიელ ხალხს თვითგამორკვევა ექნებათ. იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ერი დედამიწაზე, რომელიც მათ სუვერენიტეტს პატივს სცემს და მათ უსაფრთხოებას პატივს სცემს, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა". - თქვა ვენსმა. 

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ილაპარაკა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან კუნძულით დაინტერესებაზე და არქტიკაში აშშ-ს როლის ზრდის მნიშვნელობაზე. ვენსმა აღნიშნა, რომ "თუ ამერიკა ამას არ იზამს", ვაკუუმს სხვა ერები შეავსებენ. 

"ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი და სხვა ერები არქტიკის დერეფნებსა და საზღვაო გზებში და არქტიკის ტერიტორიის მინერალებში გასაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამერიკა არქტიკაში ლიდერობს, რადგან ვიცით, რომ თუ ამერიკა ამას არ იზამს, სხვა ერები შეავსებენ ხვრელს, სადაც ჩვენ ჩამოვრჩებით". - თქვა ვენსმა.

ვენსის თქმით, დანია რუსეთის და ჩინეთის მზარდი ინტერესის ფონზე გრენლანდიაში უსაფრთხოებას სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ამ მხრივ "ჩამორჩა". 
 
"მსურს ვისაუბრო, რა თქმა უნდა, ურთიერთობაზე და იმაზე, რაც დანიამ, ვფიქრობ, გააკეთა ზოგჯერ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, მაგრამ, მოდით, პატიოსნები ვიყოთ, იმაზეც, რაც დანიამ არ გააკეთა ზოგიერთ შემთხვევაში, რადგან ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ეს ადგილი, ეს ბაზა, გარშემო ტერიტორია ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე 30, 40 წლის წინ იყო, რადგან ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე ჩამორჩა. ჩინეთი და რუსეთი გრენლანდიაში უფრო და უფრო დიდ ინტერესს იჩენენ, ამ ბაზაში, აქ მყოფი მამაცი ამერიკელების საქმიანობაში, ვიცით, რომ ზედმეტად ხშირად ჩვენი მოკავშირეები ევროპაში ტემპს ჩამორჩნენ". - თქვა ვენსმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics