22:06 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 17:53:23, 928 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ კოლეგებთან

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი იტოვებს უფლებას, არ დაემორჩილოს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ მას უკრაინაც არ დაემორჩილება. 

"რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ კოლეგებთან. ამავდროულად, თუ კიევის რეჟიმი მორატორიუმს არ დაემორჩილება, რუსეთის მხარე, რა თქმა უნდა, იტოვებს უფლებას, ასევე არ დაემორჩილოს მას. ალოგიკური იქნება ჩვენი მხრიდან დავემორჩილოთ [ცეცხლის შეწყვეტას] და ყოველ ღამე მივიღოთ დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე" – ამბობს პესკოვი.

მანამდე, პესკოვმა უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

25 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და პუტინი გააფრთხილა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთანხმებას დაარღვევს.

"თუ რუსები დაარღვევენ ამას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას], მაშინ მე პირდაპირი თხოვნა მექნება პრეზიდენტი ტრამპისთვის. თუ ისინი დაარღვევენ, აქ არის მტკიცებულება - ჩვენ ვითხოვთ სანქციებს, ჩვენ ვითხოვთ შეიარაღებას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics