|
2025-03-28 17:41:32, 1044 ნახვა
მსოფლიო
ნაიჯელ ფარაჟი - ვერ გვექნება მშვიდობა, რომელიც პუტინს გამარჯვებულად აქცევს
გაერთიანებული სამეფოს მემარჯვენე რეფორმების პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა, რომელიც ბრიტანეთში ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა, თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი "ზედმეტად ბევრს იღებს" რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებებიდან. "საკმაოდ სწორია, რომ მშვიდობა გვქონდეს მიზნად, მაგრამ ვერ გვექნება მშვიდობა, რომელიც პუტინს გამარჯვებულად აქცევს". - თქვა ფარაჟმა BBC-სთან საუბრისას. "მე 100%-ით არ დავეთანხმებოდი იმას, სადაც ახლა მისი გუნდია, ნამდვილად არა". - დაამატა მან. "ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვინდა". - აღნიშნა ფარაჟმა: "ცხადია, ყველას უნდა სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ საჭიროა, რომ ის სამართლიანი იყოს. ახლა, როგორც ჩანს, რუსეთი ზედმეტად ბევრს იღებს [მოლაპარაკებებიდან]". კითხვაზე, კონკრეტულად ტრამპი უთმობს თუ არა პუტინს პოზიციებს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა განმარტა, რომ "ახლა, ასე გამოიყურება. შესაძლოა, კულისებს მიღმა რუსულ მხარეს რაღაცები ხდებოდეს, რომელიც არ ვიცით, მაგრამ ამჟამად საფიქრალი ეს არის". მანამდე 13 თებერვალს, "რეფორმების პარტიის" ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად „აუცილებელიცაა" მას შემდეგ, რაც წინა დღით აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თქვა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი". ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფარაჟმა აღნიშნა: „თუ შევძლებთ, რომ პუტინი და ზელენსკი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ გონივრული მოლაპარაკებები გაიმართოს, ვფიქრობ, სამომავლოდ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, ალბათ, აუცილებელია". ფარაჟმა თავისი პოზიცია იმავე საღამოს GB News-ის ეთერში კიდევ უფრო გაამყარა და განაცხადა: "უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა ამ სამშვიდობო შეთანხმების თითქმის ყველაზე აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს".
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)