|
2025-03-28 15:55:08, 750 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი ომისთვის ემზადება
ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება და ეს სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელი ევროპულ ოჯახებს საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს. „ამ დროისთვის სასაცილოა, რომ ისინი აპირებენ ბრიუსელიდან გაუგზავნონ მესიჯი ყველა ევროპულ ოჯახს, რომ მოიმარაგონ 72 საათისთვის საკმარისი საკვები, მაგრამ თუ ამას უკანა მხრიდან შევხედავთ, საშინელებაა იმის დანახვა, თუ რა შეიძლება იყოს ამ ხალხის გონებაში. რაღაცას აპირებენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს“, - აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინის მხარდაჭერით „გადახტა“ ომში, უნგრეთი კი მშვიდობის მხარესაა. „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, არ ვაგზავნით ჯარისკაცებს, მაგრამ არის ქვეყნები ევროკავშირში და მე ვხედავ, რომ ბრიუსელი მათ იცავს, რომლებსაც სურთ კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ ომში. ვხედავ იმასაც ამბობენ, რომ უნდათ მშვიდობისმყოფელები, ჯარისკაცები და ა.შ. და იმ ახალი ამბებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს 72 საათისთვის საკმარისი საკვები, ვგრძნობ, რომ არის პოლიტიკური მზადება უფრო ღრმა ომში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, სურს უნგრელი ოჯახები დაამშვიდოს, რომ ომი არ ემუქრებათ. „მინდა უნგრელ ოჯახებს მესიჯი გავუგზავნო, რომ მათ არაფერი არაჩვეულებრივი არ უნდა გააკეთონ. ომის საფრთხე არ არსებობს. უნგრეთი არავისთან შევა ომში. ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს და მაშინაც კი, თუ ევროპა ომში ჩაერთვება, ჩვენ ნამდვილად არ შევალთ ომში“, - აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერის ინტერვიუს ინგლისურ თარგმანს ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)