|
2025-03-28 14:54:17, 756 ნახვა
მსოფლიო
დანია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას შემდეგი წლიდან დაიწყებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, დანია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას შემდეგი წლიდან დაიწყებს. შესაბამის რეფორმებზე მუშაობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. რეფორმა რუსეთისგან წამოსული მზარდი საფრთხეების ფონზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამჟამად დანიაში ქალებს სამხედრო სამსახურში გაწევრიანება მოხალისეობრივად შეუძლიათ. კაცები, მეორე მხრივ, ვალდებულები არიან, ლატარიის პრინციპით შერჩევის შემთხვევაში, სამხედრო სამსახური მოიხადონ. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა რამდენიმე დღის წინ კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განახლებული ვადების მიხედვით, დანია ქალების სავალდებულო სამხედრო გაწვევას ერთი წლით ადრე დაიწყებს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხზე პარლამენტში მყოფ პარტიათა უმრავლესობასთან თანხმობას მიაღწია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (NATO) ნორვეგია პირველი წევრი იყო, რომელმაც 2015 წელს სამხედრო სამსახური სავალდებულო ქალებისთვისაც გახადა. 2017 წელს სავალდებულო გაწვევა ქალებზე გავრცელდა შვედეთშიც. დანიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ იგეგმება დაახლოებით $1.7 მილიარდის დახარჯვა დანიის მძიმე ბრიგადაში ინვესტიციისა და ორი ავიაგამანადგურებლის შესაძლო შესყიდვისთვის. აღნიშნული მთავრობის ე.წ. დაჩქარების ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის შექმნის შესახებაც მთავრობამ გასულ თვეში გამოაცხადა.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)