|
2016-03-12 11:22:16, 642 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. საგრანტო პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". მისი მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესიდეების განხორციელების მხარდაჭერა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში - 4, იმერეთში - 9, სამეგრელოში - 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა 69 ათას ლარს შეადგენს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ირაკლი ხელაძე ბიზნესიდეების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულს, ქედაში მცხოვრებ ყოფილ პატიმარს ოჯახში ესტუმრა და ხუთი ათასი ლარის ღირებულების საჭირო მასალა გადასცა. მერაბ შარაბიძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მისი ბიზნესიდეა ვაზის განაშენიანებასა და ღვინის წარმოებას უკავშირდება. მერაბ შარაბიძემ საგრანტო კონკურსის გარდა, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სხვადასხვა სერვისით ისარგებლა. მათ შორის ბიზნესიდეის შექმნისა და განხორციელების შესახებ ტრენინგი წარმატებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 2013-2015 წლებში იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში, 22 ყოფილი პატიმრის 21 ბიზნესიდეა დააფინანსა. ამ წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, 2016 წელს სამინისტრომ საგრანტო თანხა გაზარდა და ამჟამად, უფრო მეტი ბენეფიციარი შეძლებს საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელებას. საგრანტო კონკურსში ის ყოფილი პატიმრები მონაწილეობენ, რომლებიც ჩართულები არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“. ეს პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)