|
2016-03-11 20:18:56, 635 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართა
„სექსი არ არის დანაშაული“, „სექსით პოლიტიკა არ კეთდება“, „პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია“, „გაეთირე ჩემი საძინებლიდან“, „ტუალეტშიც გადამიღე“, - ამ შინაარსის ტრასფარანტებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართა. „ექსპრესნიუსის“ რეპორტიორის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სოციალური ქსელით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სტვენით აპროტესტებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იდენოტობის დირექტორმა მარია დარჩიევამ ჟურნალისტებს განუცხადა, კადრები, რომელიც გავრცელდა, უაღრესად სამარცხვინოა. „ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი. ასეთი კადრების გავრცელება ვიცით, რომ ისჯება კანონით. ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს გამოძიება და შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახდინონ რეაგირება. ჩვენ ვუერთდებით რა თქმა უნდა მიმდინარე აქციას“, - განაცხადა დარჩიევამ. საპროტესტო აქციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)