|
2016-03-11 15:15:26, 728 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები პრემიერს სთხოვენ, უნივერსიტეტებში „ოდეერების“ გაუქმებას შეუწყოს ხელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. თუმცა, სტუდენტები ასევე ითხოვენ გიორგი კვირიკაშვილისგან, რომ მან ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებში „ოდეერების“ ინსტიტუტის გაუქმებას და უშიშროების წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესვე დატოვონ. „საქართველოს მთავრობაში მადლობა მათ ამ განცხადებისთვის, მაგრამ ნურავის ექნება იმედი, რომ ამ „კაგებეშნიკურ“ პრაქტიკას ჩვენ აღარ დავუპირისპირდებით. ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია. პრემიერს მადლობა, თუმცა მან ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტებში „ოდეერის“ ინტიტუტის გაუქმებას დღესვე უშიშროების წარმომადგენლებმა უნდა დატოვონ უნივერსიტეტი და დაიწყოს გამოძიება“, - აცხადებენ სტუდენტები. ცნობისთვის, პრემიერი უნივერსისტეტსა და თსუ-ს რექტორს ვლადიმერ პაპავას მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ არჩევნების გამჭვირვალობა. კვირიკაშვილი კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილსაც მიმართავს და სთხოვს რომ მან კანდიდატურა მოხსნას, რათა არ მოხდეს დაპირისპირება.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)