|
2016-03-11 14:41:45, 796 ნახვა
საზოგადოება
„პეგასუსმა“ ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით შესაძლოა ფრენები შეწყვიტოს
კომპანია „პეგასუსმა“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელოსბის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით შესაძლოა ფრენები შეწყვიტოს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კომპანიის ცხელ ხაზზე განუცხადეს. „ამ ეტაპზე ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, ზუსტი ინფორმაცია ორშაბათს გვექნება. საუბარი არ არის რეისების გადადებაზე, საუბარია მიმართულების გაუქმებაზე“, - აღნიშნეს ცხელ ხაზზე. კომპანიაში რეისების გაუქმების მიზეზებზე არ საუბრობენ: მიზეზს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ. დეტალები ორშაბათს გვეცოდინება“, - განუცხადეს კომპანია „პეგასუსში“ „ექსპრესნიუსს“. კომპანიაში ისიც აღნიშნეს, რომ ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები ქუთაისი-სტამბოლი, მათ ბილეთებს თბილისი-სტამბოლის რეისზე გადაუცვლიან. ცნობისთვის, სტამბოლის მიმართულებით ფრენები, გასული წლის აპრილში დაიწყო. რეისები სტამბოლის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდებოდა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)