|
2016-03-11 13:22:47, 522 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული, ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების: Mercy Corps-ის, In Need-ის, CARE International OXFAM GB-ის ინიციატივით, გაიმართა მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს მზად იქნება ლაბორატორია იმისთვის, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქცია გავიდეს. „შეიძლება ითქვას, რომ მეფუტკრეობა მთელ ქვეყანაში უკვე განვითარებული დარგია, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებით უწყობს ხელს. წელს მზად იქნება ლაბორატორია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირიში ჩვენი პრდუქცია გავიტანოთ, მაგრამ როგორც ჩვენ თავიდან განვსაზღვრეთ, ზაფხულის თვეებში ეს შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ლაბორატორიები, რომელიც საქართველოშია და ასევე თურქეთში, ხელს შეუწყობენ თაფლის გასვლას ევროპაში და ჩვენც ჩვენი ტექნიკური საშუალებებით ამას ძალიან მალე დავეწევით“, - განაცხადა გალეგაშვილმა. აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივების და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებატ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობას გაღრმავებას მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის. ცნობისთვის, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სასაოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების, აგრეთვე კოოპერატივების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)