საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვანი არიან თავისუფალ საზოგადოებაში
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შეხვედრა მქონდა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვანი არიან თავისუფალ საზოგადოებაში. შეხვედრა [მქონდა] მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ვფიქრობ დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, რომელსაც დღეს ჰქონდა სასამართლო სხდომა”, - წერს არაკელიანი.